20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

პროკურატურამ ქუთაისში, მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 4 ივლისს, ქუთაისში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა განზრახ მოკვლის მიზნით, დაზარალებულს ზურგის არეში დანა დაარტყა, რომელიც იმავე დღეს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული 5 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი:უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარება „უფრო ახლოსაა, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“
შემდეგი სტატიამთავრობა რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს