პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

დაკავებულია პროკურატურის მრჩეველი

მთავარმა პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

“მიმდინარე წლის 11 მარტს, ინტერნეტ სივრცეში განთავსებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო მასალსთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები”, – განმარტავენ პროკურატურაში.

ინტერნეტში ვიდეომასალა გავრცელდა, რომელიც თითქოსდა ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის პირად ცხოვრებას ასახავს.

banner
წინა სტატიაშიინგა გრიგოლიას საგანგებო განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე (ვიდეო)
შემდეგი სტატიაერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4258 ლარი გახდა