12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით სქესობრივი კავშირის დამყარების იძულების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით აიძულებდა დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირი დაემყარებინა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის იძულება, ჩადენილი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით,) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიევროსასამართლომ ბავშვზე სექსუალური ძალადობის საქმის არაეფექტიანი გამოძიების გამო საქართველოს 10,000 ევროს გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატიავიკა ფილფანი: ხომ დაასრულა პროდუქტის ფასებზე მუშაობა კომისიამ, რა შედეგი დადეთ? ის, რომ დღეს უფრო ძვირია ყველაფერი, ვიდრე 3 თვის წინ