3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა. პოლიტიკოსს “სასამართლოს უპატივცემულობას” ედავებიან.

პროკურატურის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 10 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ადმინისტრაციულ სასამართლო სხდომაზე, ნიკა მელიამ სასამართლოს უპატივცემულობა ჩაიდინა, რაც მოსამართლის სიტყვიერი შეურაცხყოფით გამოიხატა.

“ნიკანორ მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინაიდან, ნიკანორ მელია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, პროკურატურა სასამართლოს წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის შუამდგომლობით მიმართავს”, – წერს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის ერთადერთი რეალური შანსი, საქართველომ მოახდინოს ეკონომიკური გარღვევა და საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვის ქმედითი ნაწილი გახდეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო