პროკურატურამ ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. ამის ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 9 აგვისტოს წარუდგინა.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისთვის და ლიდერებისთვის
შემდეგი სტატიანიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს