პროკურატურამ ნიცას ტერაქტის ყველა მსხვერპლი ამოცნობილად გამოაცხადა

პროკურატურამ ნიცას ტერაქტის ყველა მსხვერპლი ამოცნობილად გამოაცხადა
2ნიცას ტერაქტის 84-ვე ცხედარი ამოცნობილია – Le Figaro გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მსხვერპლის ფორმალური იდენთიფიკაციის დასასრულის შემდეგ, დაღუპულების ოჯახები გარდაცვალების შესახებ მოწმობებს მიიღებენ, რომლის საფუძველზეც შეუძლიათ ცხედრები დაიბრუნონ.
შეგახსენებთ, რომ ნიცას ტერაქტი 14 ივლისს გვიან ღამით მოხდა. საფრანგეთის მოქალაქემ, წარმოშობით ტუნისელმა, სატვირთო მანქანით, ინგლისურ სანაპიროზე შეკრებილ ხალხს გადაუარა.
მომხდარის შესახებ პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, თუმცა, ოფიციალურად ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

banner
წინა სტატიაში“მე ვერავის ვერ ვუკარნახებ, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ,” მარგველაშვილი რუსთავი-2 საქმეზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში პრორუსული ძალები მოხვდნენ