უფლებადამცველ ტარიელ კაკაბაძის ცნობით, პროკურატურამ ნატა ვიბლიანს, რომელიც სვანეთში წლების განმავლობაში განხორციელებულ სისტემატურ ძალადობაზე საუბრობს, დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
შსს საქმეს 137-ე (გაუპატიურება) მუხლით იძიებს. გამოკითხულია 30-მდე ადამიანი და დათვალიერებულია სავარაუდო დანაშაულის ადგილები.
ვიბლიანი ძალადობაში ოთხ თანასოფლელს სდებს ბრალს. მთავარი ფიგურანტი ბრალდებებს უარყოფს.















