პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი რაოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლის ნაწილი გასაღების მიზნით თბილისის ზღვის მიმდებარედ, წინასწარ განსაზღვრულ ლოკაციებზე განათავსა, ხოლო ნაწილი, ასევე გასაღების მიზნით, თბილისიდან რუსთავში გადაზიდა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შსს-ს თანამშრომლებმა ბრალდებულისგან სარელიზაციოდ გამზადებული 60 და სხვადასხვა ლოკაციებზე განთავსებული 10, ჯამში 70 შეფუთვად დაფასოებული, ნარკოტიკული საშუალებები – ალფა-პვპ, მეფედრონი და მეთადონი ამოიღეს.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – ახლა საქართველოს აქვს კანდიდატის სტატუსი და ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობები მხოლოდ გაიზრდება
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი – მნიშვნელოვანია, ყველამ იმუშაოს წინსვლისთვის ცხრა ნაბიჯთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს მთავრობის ინკლუზიურობას, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას