საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვის, მოყვანის, კულტივირების, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 16975,77 გრ. ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ შემცველი მცენარე. უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით 350,41 გრ. „ნედლ მარიხუანას“ და განსაკუთრებით დიდი ოდენობით 308, 81 გრ. „გამომშრალ მარიხუანას„. ასევე ინახავდა შესაბამისს ინვენტარს და შექმნილი ჰქონდა სპეციალური პირობები ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვის, მოყვანის, კულტივირების და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება და ინვენტარი ამოიღეს”,_ აცხადებს პროკურატურა.















