10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

პროკურატურამ ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალება „ალფა პვპ“-ს, რაც რეალიზაციის მიზნით 97 პაკეტად დააფასოვეს. ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალების ნაწილი სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს, რომლებიც სამართალდამცველება ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“, ქვეპუნქტით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

banner
წინა სტატიაში“სატრანსპორტო ხარჯები გაიზრდება” – ავტოიმპორტიორები რეგულაციების ცვლილებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა