პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 14 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელი მეორე ქესალოში ა.ი-მ, წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით ტ.ფ-ს სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 15 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი საძაგლიშვილი – ლაშა ჩხიკვაძე ახალ სიმდაბლეზე დაეშვა, ფსკერი გახვრიტა – უკვე ღიად ჩაერთო „ქართული ოცნების“ მიერ დაწყებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაში
შემდეგი სტატიაშეიძლება სასულიერო პირების მოწვევაა სხდომაზე საჭირო, რომ კოლეგებმა ნაკლებად იჩხუბონ, შეიძლება მანდილოსნები დავასწროთ, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გარემო არ იყოს საჩხუბარი – ხვიჩია