პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა

დღეს გამთენიისას ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს, გამოცემის ცნობით ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ექსჩინოსანი, მათ შორის კუდის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ყოფილი უფროსი ზურაბ პავლიაშვილი. ის, პროკურატურამ დილის 08:00 საათზე საკუთრ სახლში აიყვანა. სამართალდამცავებმა პავლიაშვილის და სხვა დაკავებულების ბინების ჩხრეკისას კომპიუტერები და სხვა სახის ნივთები ამოიღეს.

წყარო: “პრაიმტაიმი”

banner
წინა სტატიაშიშალვა რამიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაშია დაბარებული
შემდეგი სტატიადაკავებულია კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი