პროკურატურამ ყველა ვადა ამოწურა – ია კერზაიას საქმეზე შესაძლოა, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე შესაძლოა, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნას.

გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები ია კერზაიას შვილს, ბაჩანა შენგელიას დახურულ ფორმატში შეხვდებიან.

თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ ინიციატივა „ევროპულმა საქართველომ“ კომიტეტის გუშინდელ სხდომაზე გაასაჯაროვა.

„დავაყენეთ საკითხი განათლების კომიტეტზე რომ გავაგრძელოთ ია კერზაიას საქმის შესწავლა, მოვითხოვეთ მოსულიყო საქმის პროკურორი ჩაებარებინა ანგარიში როგორ მიდის ია კერზაიკას საქმეზე გამოძიება. მივიღეთ წერილი მარიამ ჯაშისგან, რომ მას არ მიაჩნია მიზანშეწონილად პროკურორის მოსვლა, რადგან გამოძიება გრძელდება, მაგრამ ეს რომ, გამოძიება გრძელდება ყველა გახმაურებულ საქმეზე ყველამ ვიცით. ამასობაში ყველა ვადა, რომელიც განვუსაზღვრეთ პროკურატურას, პარლამენტარებმა განუსაზღვრეს პროკურატურას, ამოიწურა. ამიტომ ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ უახლოეს სხდომაზე მოვიწვევთ ბატონ ბაჩანა შენგელიას მოვუსმენთ მას, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას პარლამენტმა შექმნას მოკვლევის კომიტეტი და თვითონ შეისწავლოს კომიტეტმა ია კერზაიას საქმე, თუ არა. თუ უმრავლესობის წევრები გადაწყვეტენ, რომ არ ღირს შესწავლა, ეს მათ სინდისზე იქნება,“-განაცხადა კაპანაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ პროკურატურამ ია კერზაიას საქმის გამოძიებაში მაქსიმალურად აქტიურად უნდა „გამოიჩინოს მარიფათი.“

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ მარტვილში მომხდარი ყაჩაღობა ცხელ კვალზე გახსნა
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე , ოთხი პირი პასუხისგებაში მისცა