8.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 17, 2026
banner

პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მცხოვრებლებს შეუთანხმდნენ, შეეგროვებინათ მსხვილფეხა პირუტყვი, რომელსაც საზღვარგარეთ გაყიდიდნენ, ხოლო საფასურს რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან გადაუხდიდნენ. ბრალდებულებმა მსხვილფეხა პირუტყვის საზღვარგარეთ გაყვანა განახორციელეს, თუმცა პირობა არ შეასრულეს და მოტყუებით დაეუფლენ 1 898 170 ლარად ღირებულ მსხვილფეხა პირუტყვს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ადამიანურ ენაზე: “ტვ იმედიდან” მამუკა მდინარაძე ამოშანთეს
შემდეგი სტატიაCity Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით  პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ