10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

პროკურატურამ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალი წარუდგინა

საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე დაკავებულ გიორგი უძილაურს ბრალი წარედგინა – ამის შესახებ ინფრომაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის დავალებით, სისტემატურად აგროვებდა და გადასცემდა მათ სხვადასხვა სახის და კატეგორიის ინფორმაციას.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე კაცი მოკლეს
შემდეგი სტატია“თუ არ დათანხმდებიან, დაიწყება დაბომბვა”- დონალდ ტრამპი ირანს უმძიმესი შედეგებით ემუქრება