გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ, პატრიარქმა გვითხრა, რომ პროკურატურამ მოგვმართა თხოვნით მღვდელმთავრებს – თუ არ არის პირდაპირ საღვთისმსახურო მოთხოვნა, ზიარება, აღსარება და ა.შ, თავი შეგვეკავებინა [გიორგი მამალაძის მონახულებისგან], რადგან რაღაცა გარკვეულ გაუგებრობას ქმნისო, მაგრამ რასთან არის დაკავშირებული, მე არ ვიცი-განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრიმ.
მისივე განცხადებით ჩვენ მისმა უწმინდესობამ გვთხოვა, გვითხრა, როდესაც გერმანიიდან დავბრუნდით, რომ დაველოდოთ გამოძიების დასრულებას. და აი, ჩვენ ამ გამოძიების დასრულებას ველოდებოდით, მაგრამ რომ ვხედავდი, რომ ასეთი ფართო და დიდი ინტერესია საზოგადოების, თქვენი, დღედაღამ ასეთ მდგომარეობაში თქვენი ყოფნა ჩემთვის მაინცდამაინც სასიხარულო არ იყო და ამიტომ გადავწყვიტე. მე მეუფე პეტრეს შეფასებებს არ ვეთანხმები, მე არ ვიცი, თქვენ რას ეძახით დაპირისპირებას, მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ საკმაოდ ცხარედ ვკამათობთ სინოდის სხდომების დროს და ეს ჩვეულებრივი რამეა, როცა ხდება, ხანდახან ძალიან მძიმე, რთულ საკითხებთან შეხება.
ეს ალბათ არაკეთილმოსურნეების ერთგვარი ჩანაფიქრია… მე მის უწმიდესობას გერმანიაში ყოფნის დროს იმასაც ვეუბნებოდი, რომ ერთ რამეს ვგრძნობ, ეს ერთგვარი შავი ღრუბელი ვხედავ, რომ ჩემს თავზეა თავმოყრილი და მართალი გითხრათ, მთელი გულწრფელობით, დღესაც არ ვიცი, რატომ. ალბათ, ამას მომავალი გვიჩვენებს. როგორც ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტებაო. მე ვფიქრობ, ალბათ, დადგება დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება.
მეუფე დიმიტრის თქმით, ისპირდაპირ კავშირშია დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან , რადგან ის მისი ნაკურთხია და მხოლოდ ბოლო ორი წელია, რაც ის იმყოფება საპატრიარქოში. მეუფე დიმიტრი აცხადებს,რომ მხოლოდ ამ ურთიერთობის გამო თუ ისურვებენ მის დაკითხვას მზად არის უპასუხოს გამოძიებისკიტხვებს.
,,არ ვიცი რატომ უნდა დამიბარონ, მხოლოდ იმიტომ ,რომ მამა გიორგი მამალაძეს ვიცნობდი? ასე მას იცნობს ნახევარი საქართველო. მაგრამ თუ რამე სურვილი გაუჩნდება მზად ვარ შევხვდე.”- აცხადებს მეუფე დიმიტრი.