პროკურატურამ გვაცნობა, რომ ხვალ ივერი მელაშვილს ბრალდებას დაუზუსტებენ – მარიკაშვილი

“კარტოგრაფების” საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, პროკურატურა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდებას ხვალ, 20 იანვარს დააზუსტებს. ამის შესახებ მან ინფორმაცია საკუთარ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“პროკურატურამ გვაცნობა, რომ ხვალ ივერი მელაშვილს ბრალდებას დაუზუსტებენ. რაც ჩვენთვის ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, მუხლს არ ცვლიან. აპირებენ, დააზუსტონ ბრალდების შინაარსი. დეტალებს ხვალ 12:00 სთ-ზე გლდანის N8 დაწესებულებაში გავიგებთ.

დეტალებს ხვალ შევაფასებთ. თუმცა მანამდე რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ჯერ დააპატიმრეს ადამიანი უმძიმესი ბრალდებით და 4 თვის შემდეგ აზუსტებენ რისთვის დააპატიმრეს 4 თვის წინ”, – წერს ედუარდ მარიკაშვილი.

13 იანვარს ცნობილი გახდა, რომ კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილთან მიმართებით პროკურატურამ გამოძიება დაასრულა და საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდება. პროკურატურა ამბობს, რომ მათი ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებათა სტანდარტით არის დადასტურებული.

banner
წინა სტატიაშისაერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტი ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე – გეგმა ეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: გელათში კვლავ კატასტროფაა