14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების და მუქარის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 მაისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, წარსულში მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული დაზიანების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ასევე ბრალდებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დაზარალებულის თანმხლებ ორ პირს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ვათანხმებთ საჭირო ვიზიტების გრაფიკს და კიევში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს ველოდებით
შემდეგი სტატიადიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები, საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრობენ