26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

პროკურატურამ გორში, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ტარდება გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში, პოლიციამ, სავარაუდოდ, 2 ადამიანი დააკავა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ამასთან, კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცავთა ჯგუფი დაკავებულებზე ფიზიკურად ძალადობენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კომბინატის დასახლებაში შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, სერგი ბზიშვილიც იმყოფებოდა. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულს ჰქონდა ცივი იარაღი.

banner
წინა სტატიაშიგორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში 2 პირი დააკავეს
შემდეგი სტატია“ყველა დარღვევაზე ბრიფინგი გასამხედროებული სახელმწიფოს რეალობაა” — ნინო წილოსანი