პროკურატურამ გორში მომხდარი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

პროკურატურამ გორში მომხდარი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა

გორის რაიონულმა პროკურატურამ, ქ.გორში მომხდარი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებული თ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა.

თ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გორის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დგინდება, რომ 2020 წლის 9 ივნისს, ქ.გორში, რესტორან „ჟოზეფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თ.კ.-მ, შელაპარაკებისას, ე.თ.-ს სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი: ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს საქართველოში აშშ-ის საელჩო უსმენს აბსურდი და ტყუილია
შემდეგი სტატიადიღმის მასივის მეოთხე კვარტალში ასფალტის პირველი ფენა დაიგო