პროკურატურამ გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ი.კ.-მ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით რ.მ.-ს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, რომელიც, სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანების მიღების შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

banner
წინა სტატიაშიდადასტურდა, რომ სასამართლო კლანი და ქართული ოცნება განუყოფელია – დეკანოიძე მოსამართლეებზე
შემდეგი სტატია„კადიროველთა“ დიდი ჯგუფი მარიუპოლში შევიდა – ანდრიუშჩენკო