20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 მაისს თბილისში, წერეთლის გამზირზე, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას დანით, გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა  დაზარალებულს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშინანუკა ხაზარაძე: დასრულდა ჩემი და ტელეკომპანია “იმედის”, ასევე ჩემი და Globalcell-ის თანამშრომლობა
შემდეგი სტატია“ეს პოლიტიკური დაშინების ტაქტიკა და ბირთვული კატასტროფის ზღვარზე უგუნური თამაშია”- კალასი