13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 აპრილს, მარნეულში, ბრალდებულმა განზრახ მკვლელობის მიზნით, ბასრი საგნით სიცოცხლისათვის სახიფათო ჭრილობები მიაყენა ერთ პირს, რის შედეგადაც იგი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.

ბრალდებული სამართალდამცველებმა 3 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,- ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ  ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითეოლოგი ზვიად ცაბაძე: შიოს fake დიპლომები ვერ გადაფარავს მეუფე ისაიას სათნოებას
შემდეგი სტატიაშემოწმების შედეგები ცნობილია- უკავშირდება თუ არა ორი ადამიანის გარდაცვალება CO-ს