13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 7 აპრილს, დუშეთში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის საფუძველზე, დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიქეროლაინ ლევიტი: ირანთან მოლაპარაკებები პაკისტანში 11 აპრილს დილით დაიწყება
შემდეგი სტატიასაგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა იწყება