19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 114,84 გრ. ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“, რომლის ნაწილი, 7 შეკვრად დაფასოებული, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 260 კვარტა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაში“ბრალი აღიარა, ითანამშრომლა და ახლა ამბობს, უდანაშაულო ვარო”- მაჭავარიანი ღარიბაშვილის წერილზე
შემდეგი სტატიაბათუმიდან აფრენილი თვითმფრინავი თურქეთში ზღვაში ჩავარდა – 2 ადამიანი გადაარჩინეს