21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურა აცხადებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და ოდენობის, მათ შორის, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვეს და განათავსეს სხვადასხვა ლოკაციაზე.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა), 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა), 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

banner
წინა სტატიაში“პროპაგანდაში სამიანი და ისტორიაში ორიანი” – ბექა კობახიძე თეა წულუკიანზე
შემდეგი სტატიაზახაროვა: ველოდებით, რომ საქართველოს სამართალდამცავები შეფასებას მისცემენ თბილისში რუსული ენის დღის ჩაშლის მცდელობას