პროკურატურამ დაადასტურა, რომ აეროპორტზე თავდამსხმაში მონაწილე მეორე თვითმკვლელი ნაჯიმ ლაშროუი იყო

CAPTION ADDITION TO ADD IDENTIFICATION OF INDIVIDUAL : In this image provided by the Belgian Federal Police in Brussels on Tuesday, March 22, 2016, three men who are suspected of taking part in the attacks at Belgium's Zaventem Airport and are being sought by police. The men on both the left and right are yet unidentified, the man at center has been the identified by the Federal Prosecutors office on Wednesday, March 23, 2016 as Ibrahim El Bakraoui. (Belgian Federal Police via AP)

ბელგიის პროკურატურამ დაადასტურა, რომ აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილე მეორე თვითმკვლელი ტერორისტი ნაჯიმ ლაშროუი იყო. მეორე თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დე-ენ-ემის ანალიზმა დაადგინა.

მანამდე პროკურატურამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელმაც აეროპორტში აიფეთქა თავი, ბელგიის მოქალაქე, 29 წლის იბრაჰიმ ალ-ბაკკროუი იყო. მისმა ძმამ, ასევე ბელგიის მოქალაქემ 27 წლის ხალიდ ალ-ბაკროუიმ ბრიუსელს მაალბეკის მეტროსადგურში აიფეთქა თავი.

ვარაუდობენ, რომ სწორედ ნაჯიმ ლაშროუიმ დაამზადა ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტების დროს თვითმკვლელებმა გამოიყენეს.

banner
წინა სტატიაშითსუ-ს აკადემიური საბჭო განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება
შემდეგი სტატიაოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით, საკოსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვები დაიწყო