23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

პროკურატურამ ჩხოროწყუში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 ივლისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ „ნაფიჩხოვოში”, არასრულწლოვანმა სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, დანით მეორე არასრულწლოვანს ჭრილობები მიაყენა, რის შედეგად დაზარალებულს მიადგა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე დაზიანებები.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიას დიაგნოზი ცნობილია — მკურნალობა ხვალიდან იწყება