პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ გიორგი მამალაძეს ბრალი დაუმძიმა. უწყების მტკიცებით, “დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით – განზრახ მკვლელობის მომზადებასთან”. სწორედ ამის საფუძველზე 2017 წლის 26 აპრილს, პროკურატურამ გიორგი მამალაძეს დაუმძიმა ბრალდება სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას ანგარებით.

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება უკვე დაასრულა. საქმე არსებითი განხილვის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაინაცვლებს. წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 5 მაისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიმმართველი გუნდის ნაწილი მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია
შემდეგი სტატიაUnited-ი “ზედმეტ” მგზავრებს 10 ათას დოლარს გადაუხდის