16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

პროკურატურამ ბაჩანა ახალაიას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.

“გამოძიებით დადგენილია, მიმდინარე წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ ღია სასამართლო სხდომაზე, ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას საჯაროდ მოუწოდა საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის შესახებ.

ბაჩანა ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიფსიქოტროპული მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტის გაცემის წესში ცვლილებები შევიდა-ახალი წესი 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება
შემდეგი სტატიასახელმწიფო სახსრების მითვისება და გულგრილობა – პროკურატურამ 9 პირი ამხილა