პროკურატურამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ასევე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი პირების დადგენის მიზნით.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ ქვეყანაში ბავშვის უფლებების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობისა და არსებული გამოწვევების დასაძლევად
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მესამე ქვეყნების ჩართვის რისკი არსებობს