25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვან შვილებს შრომით ექსპლუატაციას უწევდა და მათ მიერ მოწყალების თხოვნით გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა. ბრალდებული არასრულწლოვანებს ყოველდღიურად უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და აღნიშნული თანხის შეგროვებამდე არ აძლევდა მოწყალების თხოვნის შეწყვეტის უფლებას, ეჩხუბებოდა და ფიზიკურად ძალადობდა მათზე.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“, ,,გ’’, ,,ე’’ ქვეპუნქტით (ორი არასრულწლოვანის მიმართ, იძულებით, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ჩადენილი ვაჭრობა-ტრეფიკინგი, არასრულწლოვანის გადაბირება ექსპლუატაციის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით მასზე მატერიალურად და სხვაგვარად დამოკიდებულის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიკიევის ცენტრში სახმელეთო და საზღვაო რობოტული სისტემების “აღლუმი” ჩატარდა
შემდეგი სტატიაუკრაინის საელჩოსთან გამართულ აქციაზე მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა