პროკურატურამ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „თაიმერს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიება „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

მათი ინფორმაციით, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება, ასევე, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, ლევან ხაბეიშვილის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიდავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზად არის მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან
შემდეგი სტატიაგავრცელებულ ჩანაწერში გია დანელიას განცხადება აბსურდია, მაგრამ აბსურდს პასუხი უნდა გაეცეს