საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით, 1 238 531 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ რუსთავში, ბრალდებულმა, თითქოსდა ავტომანქანების შესაძენად ერთ-ერთი კომპანიის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს მოტყუებით, 1 238 531 ლარი გამოართვა. თანხის ჩარიცხვის იმიტაციით და ყალბი ქვითრის წარდგენით, დაზარალებული დაარწმუნა, რომ თანხა საბანკო ანგარიშზე სრულად შეიტანა, 1 238 531 ლარს თაღლითურად დაეუფლა, რის შემდეგაც სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის გზით მიიმალა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (თაღლითობა ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით ,დიდი ოდენობით, 4 ეპიზოდი) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”,_ აცხადებს პროკურატურა.


















