“პროკურატურაც და სუს-ი მოწოდების სიმაღლეზეა” – ასე ეხმაურება “ოცნების” დეპუტატი, ლევან მახაშვილი გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებას.
მახაშვილის მტკიცებით, ყოველდღიურ რეჟიმში სახელმწიფო ამტკიცებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა – “ეს არ არის ქაღალდზე დაწერილი რამდენიმე სიტყვა”
“მე ვერ გეტყვით, თავად ჰკითხეთ, რა იცოდა ბატონმა ბიძინამ ან რა არ იცოდა, მაგრამ ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ როდესაც შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს შესაბამისი მტკიცებულებები, ამაზე ხედავთ, რომ პროცესები დაიძრა და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც ალბათ იქნება საბოლოო ჯამში მიღებული. პროკურატურაც და სუს-იც, ყველა პრინციპში, არის მოწოდებსი სიმაღლეზე და აკეთებს თავის საქმეს კოურფციასთან ბრძოლა იქნება ეს თუ სხვა. დანარჩენი, ყველა პირს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიციები განმარტოს სასამართლოს წინაშე. ყოველდღიურ რეჟიმში სახელმწიფო ამტკიცებს, რომ კორუფციასთან ბრძოლა, ეს არ არის ქაღალდზე დაწერილი რამდენიმე სიტყვა – ეს არის კონკრეტული ნაბიჯები და დაოკიდებულება”, – განაცხადა მახაშვილმა.


















