“პროკურატურაც და სასამართლოც “ოცნებას” ემორჩილება”

ჟურნალისტი ვახო სანაია პროკურატურას მიმართავს და მასზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას მოითხოვს.

როგორც სანაიამ აღნიშნა, სასჯელის ნაწილში გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია.

“მოსამართლემ ისე გააკეთა ყველაფერი, რომ გამოეშვა ეს ხალხი. პროკურატურაც და სასამართლოც არის ერთი და იგივე, ემორჩილება “ქართული ოცნების” მითითებებს, მაგრამ ჩვენ ამ პროცედურას მაინც გავივლით და ვაჩვენებთ საზოგადოებას კიდევ ერთხელ, როგორი უსამართლოა დღეს საქართველოში სასამართლო”, – თქვა ვახო სანაიამ.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე ჟურნალისტს: მალაპარაკე ვაქცინაციაზე და არა ბანერებზე
შემდეგი სტატიასამადაშვილი – „ქართული ოცნება“ ძალიან დამაჯერებლად აგებს მოახლოებულ არჩევნებს