,, პროკურატურა უსირცხვილოდ გვიმტკიცებს, რომ თურმე თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა”

news
ავტ.: news მაისი 19, 2016 20:49

,, პროკურატურა უსირცხვილოდ გვიმტკიცებს, რომ თურმე თავდაცვის სამინისტრო ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა”

მნიშვნელოვანი

  • პროკურატურა უსირცხვილოდ გვიმტკიცებს დღეს, რომ თურმე თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის საკუთრებაში გადაცემას, - ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატი ლევან სამუშია საუბრობს.

სხვა სტატიები

პროკურატურა უსირცხვილოდ გვიმტკიცებს დღეს, რომ თურმე თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის საკუთრებაში გადაცემას, – ამის შესახებ ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატი ლევან სამუშია საუბრობს.

ადვოკატი ლევან სამუშია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს თავდაცვის სამინისტროს კომპანიებისთვის გაგზავნილი ის შეთავაზება აჩვენა, სადაც, სამუშიას თქმით, თავდაცვის სამინისტრო ითხოვს მომსახურების მიღებას. კერძოდ, სამუშია აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებაში თურმე თავდაცვის სამინისტროს სურს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეძენა, რაც აღნიშნულ წერილში არ წერია.

„სამინისტრო ითხოვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანას, ანუ კავშირის უზრუნველყოფას და აპარატურის შეძენას. ამ წერილს ახლავს დანართი. იქ საუბარია, რომ მსხვილ დასახლებულ პუნქტებში კაბელი უნდა განთავსდეს კანალიზაციაში ასეთის არსებობის შემთხვევაში. ანუ, თავდაცვის სამინისტრო კომპანიებს სთავაზობს, რომ თქვენ თუ გაქვთ დასახლებულ პუნქტში უკვე არსებული კანალიზაცია, იქ განათავსეთ, მე საკუთრებაში არ მჭირდებაო. პროკურატურა გვიმტკიცებს დღეს უსირცხვილოდ, რომ აქ ყოფილა მოთხოვნა ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის საკუთრებაში გადაცემაზე“, – განაცხადა ადვოკატმა ლევან სამუშიამ.

მისი თქმით, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც პროკურატურას გააჩნია, არსებობდა დანარჩენის დასაბუთების 0.1 %. სამუშია დარწმუნებულია, რომ მთელი პროკურატურა ცდილობს დაუწეროს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს განაჩენი და გადაწყვეტილება. ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა ადვოკატი საქმეში მსჯავრდებულთა მოტივზეც საუბრობს. „პროკურატურა აცხადებს, რომ თურმე მოტივირებულები იყვნენ იმისთვის, რომ სილქნეტისთვის უპირატესობა მიენიჭებინათ, თუმცა სილქნეტმა არაფერი იცოდა. ეს აბსურდია“, – განაცხადა ლევან სამუშიამ.

news
ავტ.: news მაისი 19, 2016 20:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,111
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics