პროკურატურა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოსების მკაცრად დასჯის მომხრეა

პროკურატურა ყველა იმ პირის მკაცრად დასჯის მომხრეა, ვინც დაბარების მიუხედავად, წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადდა. განცხადება გივი თარგამაძის სასამართლო პროცესის შემდეგ პროკურორმა ნათია თათიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პოლიტიკოსს კანონის უგულებელყოფა არ ეპატიება და ამიტომ, ყველა, ვინც ასე მოიქცევა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

ბრალდების მხარე ამაზე კონკრეტულ მოთხოვნას არ აყენებს. ჩვენი პოზიცია იქნება ასეთი, რომ იქნეს მკაცრი სასჯელი გამოყენებული, თუმცა კონკრეტულ სახეს ჩვენ არ ვაძლევთ. ზოგადად, მკაცრ მიდგომას მოვითხოვთ კონკრეტულ საქმეზეებზე, მითუმეტეს, როცა საუბარია აქტიურ პოლიტიკოსზე და იგი ასეთ უგულებელყოფას აკეთებს კანონის უზენაესობის. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა იქნება მკაცრი, თუმცა ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი და კონკრეტულ ვადას, სასჯელის სახესარ ვუთითებთ, – ამბობს პროკურორი.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქალაქო სასამართლოში გივი თარგამაძის პროცესი გაიმართა. მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან.

მსგავსი ბრალდებით ციხეში უკვე გაუშვეს ირაკლი ოქრუაშვილი, ზურა ჯაფარიძე და ნიკა მელია.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – იმედია, ევროპარლამენტის რეზოლუციამ დაასრულა უაზრო არგუმენტი, რომ ადგილობრივი არჩევნები ლეგიტიმაციას ანიჭებს ვინმეს – რაც მკვდარია, მეორედ ვერ მოკვდება
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: იმედი მაქვს, ოპოზიციის ნაწილი „ქოცური“ ნარატივის კულტივირებას არ დაიწყებს