პროკურატურა – თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები ტარდება

საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას, – ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, პროკურატურა თბილისში, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

„საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს“, – განმარტავენ პროკურატურაში.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მიხედვით, პარლამენტში გამოთავისუფლებულ ადგილს გიორგი ბარვენიშვილი დაიკავებს
შემდეგი სტატიაბაიდენი: უკრაინელი ხალხი წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენს, ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ