პროკურატურა შეისწავლის „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომლითაც პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა შეისწავლის „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, რომლითაც პარტია პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწებას ითხოვს, – ამის შესახებ პროკურატურაში განაცხადეს. მათივე განმარტებით, უწყება შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას სწორედ ფაქტების შესწავლის შემდეგ მოახდენს.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ევროპულმა საქართველომ“ გენერალურ პროკურატურას გუშინ განცხადებით მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე.

კერძოდ, პარტიის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მიიღეს ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული.

წყარო:ინტერპრესნიუსი

banner
წინა სტატიაში„რუსთავი 2“ ეთერს 23 სექტემბერს განაახლებს
შემდეგი სტატიამარტვილი ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთაოთ მსოფლიო” შეუერთდა (foto)