პროკურატურა სასამართლოს ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურაში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. საქმის პროკურორის განცხადებით, ისინი დღევანდელ სასამართლოზე დააყენებენ შუამდგომლობას, რომ ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობის ნაცვლად გირაოთი შეიცვალოს.

“რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, როგორც აღვნიშნე, ბრალდებულების ბარალეულობა საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის დადასტურებული, პრაქტიკულად ყველაფერი არის ზედაპირზე და ჩვენ ყველამ ვიხილეთ მათი აღიარება, შესაბამისად, რადგან მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება აბსოლუტურად ყველა მიმართულებით არის ამოწურული, დღევანდელ პროცესზე ჩვენ მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით, რათა ბრალდებულებს პატიმრობა შეეცვალოს გირაოთი, იმიტომ, რომ ამ ეტაპისათვის უკვე მიზანშეწონილად აღარ მივიჩნევთ ყველაზე მკაცრი აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებას”, – თქვა საქმის პროკურორმა.

მისი თქმით, ამას თავისი საფუძველი აქვს და ბრალდებულების აღიარება ვიდეო-აუდიო ფორმით საგამოძიებო უწყებას უკვე მოპოვებული აქვს. მისი განცხადებით, ამ სასამართლო პროცესში “პრინციპულები და კატეგორიულები” იქნებიან.

banner
წინა სტატიაშიჯანმო – ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსის დამარცხება და ჩვენ მას დავამარცხებთ
შემდეგი სტატია“ჩვენ მხარს არ დავუჭერთ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხს ასამბლეაში”