პროკურატურა სასამართლოს ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისთვის ბრალდებული პირების დაპატიმრებას სთხოვს

პროკურატურა სასამართლოს ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისთვის ბრალდებული პირების დაპატიმრებას სთხოვს

uytპარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე, რომლის დროსაც დეპუტატ დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანდა, პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების თავიდან დაპატიმრებას სთხოვს.

“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, პროკურორი ზიტა ჭულუხიძე მოსამართლეს მიმართავს განცხადებით, რომ “თითოეულ მათგანს განუსაზღვროთ კანონით გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, რომლითაც მიღწეულ იქნება სასჯელის მიზნები”.

„ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გთხოვთ, სათანადოდ შეაფასოთ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიიღოთ ერთადერთი სწორი, კანონიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება. კერძოდ, ნიკოლოზ ნარსია სცნოთ დამნაშავედ საქართველოს სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მესამე ნაწილით; მირიან დეისაძე სცნოთ დამნაშავედ სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და კახაბერ გაბუნია სცნოთ დამნაშავედ სსკ 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტითა და თითოეულ მათგანს განუსაზღვროთ კანონით გათვალისწინებული ისეთი სასჯელი, რომლითაც მიღწეულ იქნება სასჯელის მიზნები და სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დანაშაულის რესოციალიზაცია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში(video) უცნობი დეტალები კორცხელის ინციდენტიდან
შემდეგი სტატიადევიდ ბეკჰემი მხარს უჭერს ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას