12.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

პროკურატურა: სასამართლომ განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის განცხადებით, თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2025 წლის 22 ივნისს, ლაგოდეხში, ბრალდებულმა ფიზიკურად იძალადა ორ პირზე, რა დროსაც გასაშველებლად მისულ დაზარალებულს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი ორი პირის მიმართ) და სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ბრალი ისეა დაწერილი, როგორც ნამდვილი ФСБ-შნიკი დაწერდა. რა სახლის წართმევა, სამშობლოს გვართმევენ
შემდეგი სტატიარუსეთის სამხედრო სასამართლომ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაში მონაწილე 15 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა