პროკურატურა – სარალიძის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა, რათა კითხვის ნიშნები არ გაჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ

ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა, რათა დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ.

„ზაზა სარალიძის ბრალდების საქმეს ზედამხედველობას გაუწევს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურა.

იმ ობიექტური გარემოების გათვალისწინებით, რომ დაცვის მხარეს და საზოგადოებას კითხვის ნიშნები არ გაუჩნდეს თბილისის პროკურატურის მიმართ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეში ბრალდების მხარეს წარმოადგენს, ზაზა სარალიძის საქმე რუსთავის რაიონულ პროკურატურას გადაეცა“,- აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.

პოლიციელზე თავდასხმის გამო ზაზა სარალიძე 26 ოქტომბერს, რუსთაველზე დააკავეს. მას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სარალიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცნობილია, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა ზაზა სარალიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მოითხოვს. ამასთან პროკურატურამ ზაზა სარალიძეს ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოუხსნა.

banner
წინა სტატიაშიახალი საბანკო რეგულაციები 1-ელი ნოემბრიდან აღარ ამოქმედდება
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტი ამ ეტაპზე არ განიხილება