პროკურატურა საარჩევნო კამპანიაში ბაღების თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზე, გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს-ნატროშვილი

”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლის, ლევან ნატროშვილის ინფორმაციით, პროკურატურა საარჩევნო კამპანიაში საბავშვო ბაღების თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს.

“ყველაზე პრობლემატური ის იყო, რომ პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა, რომ ისინი ვერ ხედავენ საკმარის საფუძველს, რომ გამოძიება დაიწყოს, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვეთანხმებით, ვინაიდან იმ ჩანაწერებიდან თუ დადგინდება, რომ ის ნამდვილია და მართლაც იყო ასეთი დავალება გაცემული ბაღების სააგენტოს მხრიდან, ცალსახად ეს იქნება უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევა და ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დაიწყოს,“ – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

ბაღებში შედგენილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიები და ბაღების დირექტორების შესაძლო მონაწილეობა მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში – ეს საკითხები დღეს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე განიხილეს.

banner
წინა სტატიაში„არის დმანისის მუნიციპალიტეტში ყურანზე დაფიცების ფაქტები”
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ვენეციის კომისია მეტს ვერაგერს დაწერდა, ისინი არ ილანძღებიან და არ იგინებია