პროკურატურა: რუსთავში ენმ-ის დეპუტატის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

AWBF3P Judge

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს ენმ-ის დეპუტატის, გიორგი მღებრიშვილის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა.

შემთხვევა 2021 წლის 4 აპრილს რუსთავში მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, მეზობლებს, მღებრიშვილსა და ნ.ტ-ს შორის კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებით შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. უწყების ცნობით, ნ.ტ-მ გიორგი მღებრიშვილზე იძალადა, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ფეხში დანით დაჭრა.

ნ.ტ-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) 126-ე (ძალადობა) და 151-ე (სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) მუხლების პირველი ნაწილებით წარედგინა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: პირველი განგაშის ზარი უნდა იყოს შემოკრული – ეპიდსიტუაცია უარესდება
შემდეგი სტატიალოცვის სწავალა რუსულად-მეუფე სტეფანეს დაპირება სასულიერო სკოლის მოსწავლეებს