პროკურატურა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ძმები ჯაფაროვების მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ძმების – მახირ და ნაზიმ ჯაფაროვების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

საგამოძიებო ორგანო ჯაფაროვებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვასა და გასაღებას ედავება.

როგორც პროკურორი განმარტავს, დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს, რადგან არსებობს მიმალვისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე.

თავის მხრივ, მახირ და ნაზიმ ჯაფაროვები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.

დაცვის მხარე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ადვოკატები სასამართლოს ბრალდებულების ათასი და 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას შუამდგომლობენ.

banner
წინა სტატიაში,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა კონფლიქტით და ბარიკადებით გახლეჩილი საზოგადოებები შევარიგოთ”
შემდეგი სტატია,,ეს არის იუმორისტული ჟანრი და მე მას სერიოზულ კონტექსტში ვერ განვიხილავ”