22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

პროკურატურა: პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დავაკავეთ

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

“ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ვიდეოზარით საუბრისას უკანონოდ მოიპოვა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტოსურათი, რასაც თავის მობილურ ტელეფონში უკანონოდ ინახავდა და დაზარალებულზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოსახდენად იყენებდა.

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებული მიმდინარე წლის 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა და გავრცელება) წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიEuromoney-მ საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა
შემდეგი სტატიაფავლენიშვილი: სააკაშვილის ლანძღვის ფონზე “ალიანსთან” საქმიანი ფორმატის აღდგენა წარმოუდგენელია