პროკურატურა ფარცხალაძის ,,შპანის“ ქვემდებარე ორგანოა – ჭიაბერაშვილი

პროკურატურა, რომელიც უნდა ატარებდეს გამოძიებას აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორიდას საქმესთან დაკავშირებით, თავად არის ფარცხალაძის ,,შპანის“ ქვემდებარე ორგანოდ გადაქცეული, – ამის შესახებ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

,,ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მოთხოვნა დაარეგისტრირა, იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რაც ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის ,,ხულიგნობას“ უკავშირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა, რომელიც უნდა ატარებდეს გამოძიებას, თავად არის ფარცხალაძის ,,შპანის“ ქვემდებარე ორგანოდ გადაქცეული. სახელმწიფო კონტროლის აუდიტი უშუალოდ პარლამენტს ექვემდებარება და ის, რაც მოხდა მთავარი აუდიტის მიმართ, ეს პირდაპირ ვრცელდება პარლამენტზე. თუკი პარლამენტმა არ თქვა თავისი გადამწყვეტი სიტყვა ამ მნიშვნელოვან საკითხზე, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში არ არსებობს სამართალდაცვითი სისტემა და მთლიანად მოშილილია კანონის უზენაესობა“, – განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ლგბტ თემის მხარდამჭერები პოლიციამ ტერიტორიიდან სამარშრუტო ტაქსებით გაიყვანა
შემდეგი სტატია“პარლამენტი საგამოძიებო ორგანოების ფუნქციას ვერ შეითავსებს… ყველაფერს თავისი წესი აქვს”