პროკურატურა-ომბუდსმენს შაქარაშვილის საქმის მასალებს გადავცემთ, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, სახალხო დამცველთან ნებისმიერ ეტაპზე ითანამშრომლოს.

“პროკურატურის წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია სახალხო დამცველის აპარატთან. ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს” – აცხადებს საგამოძიებო უწყება.

საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურას გიორგი შაქარაშვილის საქმის მასალები ოფიციალურად 14 ივლისს მოსთხოვა. ომბუდსმენი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების შემდეგ, მათთვის განსაკუთრებით საყურადღებო და მნიშვნელოვანია ამ კატეგორიის დანაშაულების პრევენცია ან/და მომხდარ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირება.

სახალხო დამცველი 13 ივლისს გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრებს შეხვდა. მოისმინა მათი პოზიცია და მოსაზრებები საქმის მსვლელობისა და მიმდინარეობის შესახებ. ომბუდსმენი ამბობს, რომ ოჯახი მხარს უჭერს სახალხო დამცველის ჩართულობას გამოძიების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მიზნით.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი გიორგი შაქარაშვილის საქმეს მონიტორინგს გაუწევს
შემდეგი სტატია“ეს არის საქართველო, რომელიც არ პატიობს თავგასულობას ძალაუფლების არც ერთ შტოს”